უბედური შემთხვევა

რუსთავში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი - კლინიკაშია

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. კიდევ ერთი პირი კი მძიმე ინტოქსიკაციით კლინიკაშია გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, გარდაიცვალა ცოლ-ქმარი, საავადმყოფოში კი, მათი 25 წლის შვილი იმყოფება. სააგენტოს ინფორმაციითვე, ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე პირმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები