კრიმინალი

ოზურგეთში სუპერმარკეტის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ოზურგეთში სუპერმარკეტის დაყაჩაღების ბრალდებით 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ტ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 14 იანვარს ოზურგეთში მდებარე ერთერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა, ცივი იარაღის მუქარით მოლარეს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ ა.ტ ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ოზურგეთში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები