მონეტარული პოლიტიკა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 9%-ზე დატოვა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი არ იცვლება და კვლავ 9%-ზე რჩება.

როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, დეკემბერში ლარის კურსის მცირებით გამყარებამ ინფლაციაზე ზრდის წნეხი შეამცირა, რის გამოც მონეტარული პოლიტიკა აღარ გამკაცრებულა.

თუმცა დამატებითი ინფლაციური წნეხის პირობებში, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, კიდევ უფრო მეტად გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი.

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

2008 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები აამოქმედა.

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ. მოსალოდნელია კომერციული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც. შედეგად, შემცირდება ფულის მასა ბაზარზე, რამაც უნდა შეამციროს ინფლაცია და გაამყაროს ეროვნული ვალუტა, სამაგიეროდ უარყოფითი ეფექტი ექნება ეკონომიკურ აქტივობაზე.

კომენტარები