მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი ოპრა უინფრი დღეს 66 წლის გახდა. 1954 წელს დაბადებულ უინფრის გრძელი და რთული გზის გავლა მოუწია იმისთვის, რომ მსოფლიოს პირველი შავკანიანი მილიარდერი ქალი გამხდარიყო. ის შთაგონებისა და იმედის წყაროდ იქცა უამრავი ადამიანისთვის. მისი დაბადების დღის აღსანიშნავად, შეგვიძლია გადავხედოთ რამდენიმე კადრს ოპრა უინფრის ცხოვრებიდან.