ახალი წელი 2020

საახალწლო დეკორაციების დემონტაჟის გამო, ამაღამ რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟის გამო, ამაღამ, 00:00-დან 07:00-მდე რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი გადაიკეტება.

"სამუშაოებს თბილსერვის ჯგუფი ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები