ჰარცელი: ჯერ არ ვიცით, როდის გაიმართება დიალოგის შემდეგი რაუნდი

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა კომენტარი გააკეთა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შემდეგ რაუნდთან დაკავშირებით.

ჰარცელის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა მხარეებთან, თუმცა შემდეგი შეხვედრის თარიღი ჯერ არაა ცნობილი.

"როგორც შუამავლები, ვაგრძელებთ დისკუსიას სხვადასხვა მონაწილეებთან, კვლავ იმ მიზნით, რომ გამოვკვეთოთ საკითხები, რომლებზეც შეგვიძლია წინ წავიდეთ. ამდენად, ეს მცდელობები გრძელდება.

ამ დროისათვის შემდეგი შეხვედრის დრო შერჩეული არაა," - ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

ქართული ოცნების მიერ გაცემული პირობის მიუხედავად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკების შუამავლები საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები არიან.

 

კომენტარები