კობი ბრაიანტი

“ტკივილის აღწერა შეუძლებელია” - კობი ბრაიანტის ცოლის პირველი საჯარო განცხადება

ვაბესა და კობი ბრაიანტები

კობი ბრანატის ცოლმა, ვანესა ბრაიანტმა, ლეგენდარული კალათბურთელის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ საჯაროდ პირველად ისაუბრა.

ვანესა ბრაიანტმა ინსტაგრამზე ფოტო დადო, სადაც ის კობი ბრაიანტთან და თავის ოთხ შვილთან ერთად არის და ფოტოს წერილი დაურთო. დასაწყისში, მან მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის და ლოცვისთვის.

"ჩვენ განადგურებულები ვართ ჩემი საოცარი ქმრის უეცარი დაკარგვით, კობი - შესანიშნავი მამა ჩვენი ბავშვების და ჩემი ლამაზი, ტკბილი ჯიანა - მოსიყვარული და გასაოცარი ქალიშვილი და ძალიან კარგი და ნატალიასთვის, ბიანკასთვის და კაპრისთვის".

ამის შემდეგ ვანესა ბრაიანტმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რამხელა ტკივილი მიაყენა კობი და ჯიანა ბრაიანტის გარდაცვალებამ და როგორ გრძელდება მისი ცხოვრება.

"არ არსებობს სიტყვები, რომლითაც ტკივილის აღწერა შესაძლებელია. თავს კომფორტულად ვგრძნობ იმით, რომ კობიმაც და ჯიანამაც იცოდნენ, რომ ისინი ძალიან უყვარდათ. იმით, რომ ისინი ჩვენს ცხოვრებებში გვყავდნენ, დალოცვილები ვიყავით. ვისურვებდი, ჩვენთან ყოფილიყვნენ სამუდამოდ, ისინი ძალიან მალე წაიყვანეს ჩვენგან. 

წარმოუდგენელია მათ გარეშე ცხოვრების წარმოდგენა. თუმცა, ჩვენ ვიღვიძებთ ყოველ დღე, ვცდილობთ ერთმანეთი გავამხნევოთ, იმიტომ რომ კობი და ჩვენი პატარა გოგო, ჯიჯი, გზას გვინათებენ. ჩვენი სიყვარული მათ მიმართ დაუსრულებელია და შეუფასებელი. ვისურვებდი, შემეძლოს ჩავეხუტო მათ, ვაკოცო და დავლოცო. მყავდეს ისინი ჩემთან, სამუდამოდ",- წერს ვანესა ბრაიანტი.

ამის შემდეგ მან დაწერა, რომ კობი ბრაიანტის მიერ დაფუძნებული ფონდი Mamba Sports Foundation იმ ოჯახებს დაეხმარება, რომლებმაც ამ ტრაგედიის დროს საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ხალხს ფულის შემოწირვისკენ მოუწოდა.

26 იანვარს კალაბასასში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილო ჯიანა ბრაიანტი დაიღუპნენ. ავიაკატასტროფის შედეგად მთლიანობაში 9 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები