აშშ-მექსიკის საზღვარი

აშშ-მექსიკის საზღვარზე კონტრაბანდისთვის განკუთვნილი ყველაზე გრძელი გვირაბი აღმოაჩინეს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

აშშ-მექსიკის საზღვარზე ყველაზე გრძელი გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც კონტრაბანდის გადატანისათვის გამოიყენებოდა. გვირაბი აგვისტოში აღმოაჩინეს, თუმცა მის შესახებ ინფორმაცია ამერიკელმა სამართალდამცველებმა გუშინ გაავრცელეს.

გვირაბი საშუალოდ 21 მეტრის სიღრმეზეა, 1,313 მეტრი სიგრძისაა და აქვს ლიფტი, ლიანდაგები, სავენტილაციო სისტემა, ელექტროგაყვანილობა და სადრენაჟო სისტემა.

ის მექსიკის ქალაქ ტიხუანას და კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოს მიმდებარე ტერიტორიებს აკავშირებს ერთმანეთს. ამ ტერიტორიაზე სინალოას კარტელი მოქმედებს. მისი ლიდერი ხუაკინ "ელ ჩაპო" გუზმანი აშშ-ის ციხეში უვადოდ იხდის სასჯელს.

სამართალდამცველებს ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ. გვირაბში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებებიც, თუმცა ამერიკელ სამართალდამცველებს მიაჩნიათ, რომ ის სწორედ ნარკოტიკების ქვეყანაში მალულად შესატანად გამოიყენებოდა.

2016 წლის შემდეგ კალიფორნიის შტატისა და მექსიკის საზღვარზე ათობით გვირაბი აღმოაჩინეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები