ბერლინის ზოოპარკი

ბერლინის ზოოპარკში პანდას ბელები გამოჩნდნენ [VIDEO]

ბერლინის ზოოპარკმა ზოოპარკში პანდას ბელების ნახვა დღეიდან უკვე შესაძლებელია. 

პანდები სახელად მენგ სიანგი და მენგ იუანი გასული წლის აგვისტოში პანდამ სახელად მენგ მეგმა გააჩინა, რომელიც ჩინეთის ზოოპარკიდან ბერლინში 2017 წელს ჩაიყვანეს.

მომვლელებმა ბელებს მეტსახელად პიტი და პოლი შეარქვეს. ისინი გერმანიაში დაბადებული პირველი პანდები არიან.

ამ დრომდე პანდები მეტწილად დახურულ სივრცეში იმყოფებოდნენ.

"ისინი ჯანმრთელები, ცნობისმოყვარეები არიან და დედას მიყვებიან. საჯაროდ გამოჩენისთვის ისინი მზად არიან," - განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა ანდრეას კნიერიმმა.

ზოოპარკში ბელების გამოჩენის გამო, ბევრ სტუმარს ელოდებიან და ამისთვის დამატებით ზომებს მიიღებენ.

კომენტარები