იდლიბის პროვინცია

თურქეთი იდლიბზე თავდასხმის საწინააღმდეგოდ დამატებით ზომებს მიიღებს

0 კომენტარი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფოტო: REUTERS

თურქეთი სირიის "სხვადასხვა ნაწილებში, კერძოდ იდლიბში" მათ ძალებზე და მოქალაქეებზე თავდასხმის საწინააღმდეგოდ დამატებით ზომებს მიიღებს.

ამის შესახებ დღეს, 30 იანვარს თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტ ერდოღანთან თითქმის 5-საათაინი შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სირიაში აქტიურ სახელმწიფოებთან დადებული შეთანხმებების მიუხედავად, თავდასხმა კვლავ გრძელდებოდა.

კონკრეტულად რა ზომების მიღებას აპირებს თურქეთი, ჯერჯერობით, უცნობია.

გუშინ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთ იდლიბის პროვინციაზე რუსეთი სოჭის ან ასტანას შეთანხმებებს არ ასრულებდა. მისი თქმით, თურქეთმა რუსეთს უთხრა, რომ დაბომბვის გამო ანკარა მოთმინებას კარგავს და თურქეთი გააკეთებდა იმას, რაც საჭირო იყო.

27 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ იდლიბსა და დასავლეთ ალეპოს პროვინციებში მცხოვრებების წინააღმდეგ რუსეთის, ირანის რეჟიმის, ჰეზბოლას და ასადის რეჟიმის "გაუმართლებელი თავდასხმები" დაგმო და განაცხადა, რომ "აშშ მზადაა ასადის რეჟიმისა და ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პირის წინააღმდეგ, რომელიც ხელს უწყობს ამ სასტიკ ქმედებებს, მიიღოს ყველაზე ძლიერი დიპლომატიური და ეკონომიკური ზომები".

დღეს სირიის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს ჯეფრის თქმით, იდლიბზე თავდასხმების გამო ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში 700000 პირი იძულებით გადასახლებულია. მისივე თქმით, იძულებით გადაადგილებული პირები თურქეთის საზღვრისკენ მიდიან, რაცშემდეგ საერთაშორისო კრიზისს შექმნის.

ერდოღანს ნათვქამი აქვს, რომ ასადის რეჟიმისა და რუსეთის თავდასხმების გამო იდლიბიდან მიგრანტთა ტალღა დაიძრა, რომელსაც თურქეთი მარტო ვერ გაუმკლავდება და ახალ ნაკადს ევროპული ქვეყნებიც იგრძნობენ.

ასადის რეჟიმმა და რუსეთმა საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე გასული წლის 26 აპრილს დაიწყეს. მას შემდეგ 11,500-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის გამოიყენეს იარაღი, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს. თავდასხმების სამიზნეს სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოებიც წარმოადგენდა.

რუსეთმა და თურქეთმა 2018 წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით გასული წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა.

ერთ-ერთი უკანასკნელი ასეთი თავდასხმა მიმდინარე წლის 4 იანვარს მოხდა, როდესაც პროვინციის ქალაქ სარმინში ბომბის სკოლასთან ჩამოგდებამ 5 ბავშვის და 4 ზრდასრული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები