იმპორტი

2019 წელს საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ათეული

2019 წელს საქართველოს მთლიანი საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 12,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2,7%-ით აღემატება. გასულ წელს 12,4%-ით, 3,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი, ხოლო იმპორტის მოცულობა იმპორტი 0,8%-ით შემცირდა.

მიუხედავად ამისა, იმპორტის მოცულობა 9 მილიარდ დოლარს აღემატება. რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს, მაჩვენებელი 5,2 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. ბოლო წლების განმავლობაში 2019 წელს პირველად შემცირდა იმპორტის მოცულობა.

საქართველოში იმპორტირებული ყველაზე მოთხოვნადი პროდუქციის სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები — $756,5 მილიარდი, წილი — 8,4%;
  • მსუბუქი ავტომობილები — $653,6 მილიონი, წილი — 7,2%;
  • სპილენძი, მადნები და კონცენტრატები — $603,6 მილიონი, წილი — 6,7%;
  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები — $355,4 მილიონი, წილი — 3,9%;
  • ნავთობი აირები — $328,5 მილიონი, წილი — 3,6%;
  • ტელეფონები — $211,9 მილიონი, წილი — 2,3%;
  • ხორბალი და მელსინი — $105 მილიონი, წილი — 1,2%;
  • სიგარეტები — $104,8 მილიონი, წილი — 1,2%;
  • რეზინის ანევმატური სალტეები — $80,8 მილიონი, წილი — 1%;
  • ელექტროენერგია — $78,3 მილიონი, წილი — 0,9%.

ყველაზე დიდი მოცულობით იმპორტი წინა წელს თურქეთიდან განხორციელდა. 2019 წელს თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

თურქეთის შემდეგ, მეორე ადგილზე რუსეთია, საიდანაც საქართველოს 975,9 მილიონი დოლარის საქონელი შეიძინა. ხოლო სამეულს ჩინეთი ხურავს, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკისგან საქართველომ გასულ წელს 858,6 მილიონი დოლარის პროდუქცია შეიძინა.

კომენტარები