ნათია თურნავა

თურნავა: ვაშენებთ ტრეინინგ-ცენტრს, რომელიც ხელს შეუწყობს მძღოლების დასაქმებას ევროკავშირში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა გეგმავს ქართველი მძღოლებისთვის ტრეინინგ-ცენტრის აშენებას, რომელიც მათ ევროკავშირის ბაზრისთვის გადაამზადებს.

"ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც ხელს უწყობს დასაქმებას მთელი ევროკავშირის მასშტაბით."

როგორც ნათია თურნავა აცხადებს, ტრეინინგ ცენტრის მშენებლობა მომდევნო თვეებში დაიწყება:

"ახალი ტრეინინგ-ცენტრის მშენებლობა და გახსნა იგეგმება 2020 წელს და 2020 წლის თებერვალ-მარტში უკვე შევძლებთ, რომ დავიწყოთ ამ ცენტრის მშენებლობა.

საუბარი არის ჩვენი სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ეგიდით სწავლებაზე, რომელიც დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ იმდენად მოთხოვნადია ჩვენი ქართველი მძღოლების სერტიფიცირება და მათი დასაქმება ევროპულ ბაზრებზე, პირველ რიგში, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ცალკე ტრეინინგ-ცენტრი უნდა აშენდეს." - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

თურნავას თქმით, მძღოლები და სახმელეთო ტრანსპორტის სექტორში მომუშავე სხვა ადამიანები მიიღებენ სერთიფიკატებს, რომლებიც აღიარებული იქნება მთელს მსოფლიოში.

"ჩვენი ქართველი მძღოლები, ლოგისტიკური მენეჯერები და სხვა სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული პროფესიების ადამიანები გადამზადდებიან ამ ცენტრში. ეს სერთიფიკატები იქნება ნაღიარები მთელი მსოფლიოს მიერ." - განაცხადა მან.

კომენტარები