დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძე: არსებობს უფრო მაღალი რანგის განცხადებები, ვიდრე ერთეული კონგრესმენების

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ქართული ოცნების წევრის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ცალკეული კონგრესმენებისა, თუ პარლამენტარების განცხადებების ნაცვლად, ყურადღება უნდა მიექცეს "უფრო მაღალი რანგის განცხადებებს".

"უფრო მეტად საყურადღებოა ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურების დამოკიდებულება, იგივე აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებები, ელჩის განცხადებები, ბოლოდროინდელი, როცა პოზიტიურად არის შეფასებული [...]", - ამბობს ხუნდაძე.

ე.წ მეამბოხე დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ურთიერთობები არ უნდა იქნეს პიროვნებების დონეზე დაყვანილი, რადგან "ურთიერთობები სახელმწიფოების დონეზე ყალიბდება".

საქართველოს მთავრობას 2019 წლის დეკემბრიდან ამ დრომდე კრიტიკული წერილი აშშ-ის კონგრესის და სენატის არაერთმა წევრმა გამოუგზავნა.

ბოლო ასეთი წერილი 29 იანვრით თარიღდება და მას ხელს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი სენატორი ჯინ შაჰინი აწერს.

ჯეიმს რიშსა და ჯინ შაჰინამდე გახარიას მთავრობას კრიტიკული წერილი სენატორმა როჯერ ვიკერმაც გამოუვზანა.

ხელისუფლებამ მიიღო წერილები კონგრესმენებისგან: ბრაიან ბაბინიმარკ უეინ მალინიადამ კინზინგერი და სხვები.

ასევე ასეევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებული სიტუაციაცაა განხილული.

"საქართველოს მმართველ უმრავლესობას დაჟინებით მოვუწოდებთ, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, რომელსაც ექნება ყველა ჩართული მხარის მხარდაჭერა და ნდობა,"- წერია რეზოლუციაში.

ევროსაბჭო შეშფოთებას გამოხატავს აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის გამო, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ისახავდა მიზნად. ევროსაბჭო ასევე შეშფოთებას გამოხატავს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს არსებული ინციდენტებისა და საარჩევნო კოდექსის სავრაუდო დარღვევის გამოძიებისა და საპასუხო ზომების მიღების ნაკლებობის გამო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები