თურქეთი-სირია

ერდოღანი იდლიბზე: თუ სიტუაცია არ დასტაბილურდება ძალის გამოყენებისგან თავს არ შევიკავებთ

0 კომენტარი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფოტო: Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თუ სირიის ჩრდილო-დასავლეთით იდლიბის პროვინციაში კონფლიქტი არ გადაიჭრება თურქეთმა შესაძლოა სამხედრო ოპერაცია დაიწყოს.

ანკარაში საუბრისას ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თურქეთი მიგრანტების ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდება და არ დაუშვებს მის საზღვრებს ახალი საფრთხე შეექმნას.

"ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა, როდესაც ვიღაც ჩვენს მიწას ემუქრება. ჩვენ სხვა გზა აღარ გვექნება, გარდა იგივე გზისა, თუ ილიბში სიტუაცია სწრაფად არ დასტაბილურდება... ჩვენ არ შევიკავებთ თავს იმის გაკეთებისაგან, რაც საჭიროა, მათ შორის ძალის გამოყენებისაგან...ჩვენ უფლებას არ მივცემთ ამ რეჟიმს ჩვენი ქვეყანა მუდმივად მიგრანტების ტალღის საფრთხის ქვეშ ამყოფოს საკუთარი ხალხის წამების, მათზე თავდასხმის და მათი სისხლის დაღვრის გზით." თქვა მან.

გუშინ თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტ ერდოღანთან თითქმის 5-საათაინი შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ სირიაში აქტიურ სახელმწიფოებთან დადებული შეთანხმებების მიუხედავად, თავდასხმა კვლავ გრძელდებოდა და ისინი დამატებით ზომებს მიიღებდნენ, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რა იგულისხმებოდა ამაში.

ასადის რეჟიმმა და რუსეთმა საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე გასული წლის 26 აპრილს დაიწყეს. მას შემდეგ 11,500-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის გამოიყენეს იარაღი, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს. თავდასხმების სამიზნეს სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოებიც წარმოადგენდა.

რუსეთმა და თურქეთმა 2018 წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით გასული წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა.

ასადის ძალები იდლიბზე თავდასხმას აგრძელებენ და გასული კვირის შემდეგ რამდენიმე ქალაქი აიღეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები