აშშ - უკრაინა

პომპეო: აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი თავისუფლებისთვის ბრძოლაში ურყევია

Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო უკრაინას ეწვია, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და თქვა, რომ უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ურყევი იყო.

"დღეს მე აქ ნათელი მესიჯი მაქვს - აშშ ხედავს, რომ უკრაინა თავისუფლების, დემოკრატიისთვის და კეთილდღეობისთვის მამაცად იბრძვის. ჩვენი მხარდაჭერა ურყევია. როგორც დღეს პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხარი, ჩვენი მხარდაჭერა იწყება მისი ძალისხმევის მხარდაჭერიდან, რათა ამ ქვეყანაში გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები," - განაცხადა პომპეომ.

მან აღნიშნა, რომ აშშ მუშაობს, რათა უკრაინას დაეხმაროს განავითაროს ძლიერი კანონის უზენაესობა, ინვესტიციისთვის შესაფერისი კლიმატი შექმნას, თავდაცვის სექტორში რეფორმები განახორციელოს და იყოს ენერგოდამოუკიდებელი - "ასეც გავაგძელებთ".

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე ძლიერი დამცველია - "ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, ევროკავშირთან დაახლოებას".

პომპეომ აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ უკანასკნელ სანქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა გრძელდებოდა:

როგორც მაიკ პომპეომ განაცხადა, აშშ მხარს უჭერს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის წამოწყებული კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას და უკრაინის უსაფრთხოებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას აგძელებდა.

დასასრულ, მან უკრაინაში ინვესტიციებზე საუბრისას თქვა, რომ უკრაინა IMF-ის რჩევებს ასრულებს, რაც ქვეყანას ინვესტორთათვის უფრო მიმზიდველს გახდის.

გასული წლის სექტემბერში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას სამხედრო სფეროში დახმარების სახით 250 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. 

დეკემბრის ბოლოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი პეტრენკომ განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ-სთან ჯაველინების სისტემების მიღებაზე ხელშეკრულებებს ხელი მოაწერა.

21 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რითაც ნებისმიერ ფირმას, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია გაზპრომს ევროკავშირში გამავალი მილსადენების მშენებლობაში ეხმარება, სანქციები უწესდება. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, აშშ-ის ვიზების გაუქმებას.

2020 წლის 28 და 29 იანვარს აშშ-მა, ევროკავშირმა და კანადამ უკრაინის ანექსიის გამო რუსეთის სანქციები გააფართოვეს.

კონფლიქტი დონბასის რეგიონში უკვე მეშვიდე წელია მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 30 000 დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება დონბასის სეპარატისტებს.

კომენტარები