სერიალები

გამოცემამ Vogue 2020 წელს სანახავი სერიალები დაასახელა

გამოცემამ Vogue მკითხველებს 2020 წელს სანახვი სერიალების ხუთეული შესთავაზა: 

Sanditon (ITV)

სერიალი ჯეინ ოსტინის უკანასკნელი ნაწარმოების ტელეადაპტაციაა. მთავარი გმირი ამბიციური და ძლიერი ნებისყოფის მქონე ქალია, რომელიც ერთი პატარა ქალაქიდა ზღვისპირა დასახლებაში გამოდის საცხოვრებლად. 

High Fidelity (Hulu)

სერიალის პროტაგონისტი, რომელსაც ზოი კრავიცი თამაშობს, მუსიკალური მაღაზიის მეპატრონეა, რომელსაც რამდენიმე წარუმატებელი ურთიერთობა ჰქონდა. 

 Cheer (Netflix)

ნავაროს კოლეჯის მხარდამჭერთა გუნდის ისტორია. ახალგაზრდები თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტისთვის ემზადებიან. 

Normal People (Hulu)

სერიალი მოგვითხრობს მარიანასა და კონელის სასიყვარულო ურთიერთობის ამბავს. 

 The Circle (Netflix)

ნეტფლიქსის შოუში, არსებობენ მოთამაშეები, რომლებიც იყენებენ პლატფორმას სახელწოდებით  The Circle. მათ მხოლოდ ამ პლატფორმის გამოყენებით შეუძლიათ  ერთმანეთთან ურთიერთობა.

კომენტარები