ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძემ რომში, ძალოსანთა მსოფლიო თასის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიგო

1tv.ge

რომში, ძალოსანთა მსოფლიო თასის ჩემპიონატზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ სამი ოქროს მედალი მოიგო. 

ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მათივე ცნობით, ტალახაძემ ატაცში 200, 210 და 2015 კგ დაძლია, აკვრაში კი მისი შედეგი 235, 245 და 255 კგ იყო.

ორჭიდის ჯამში დაძლეული 470 კგ-ით ძალოსანი რომის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებულია.

კომენტარები