დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი

აშშ-ის სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურაზე მოწმეების გამოძახებას მხარი არ დაუჭირა

Senate TV

აშშ-ის სენატმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურაზე მოწმეების გამოძახებასა და დაკითხვას მხარი არ დაუჭირა. 

კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. მოწმეების გამოძახების მომხრე 49 სენატორი იყო, მოწინააღმდეგე კი - 51. სწორედ 51 ხმა იყო საჭირო იმისთვის, რომ პროცედურაზე მოწმეები გამოეძახებინათ. 

დემოკრატებს ამისთვის 4 რესპუბლიკელი სენატორის ხმა სჭირდებოდათ და მხოლოდ ორი რესპუბლიკელი სენატორის, იუტას შტატის სენატორის და ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის, მიტ რომნისა და მენის შტატის სენატორის, სიუზან კოლინსის, ხმები მიიღეს. 

დონალდ ტრამპს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლას ედავებიან. დეკემბერში კონგრესის მიერ მიღებული იმპიჩმენტის გადაწყვეტილება აშშ-ის ისტორიაში მესამე შემთხვევა იყო.

კომენტარები