ოჯახში ძალადობა

შსს: დავაკავეთ ქალი, რომელიც არასრულწლოვან შვილებზე და ქმარზე სისტემატიურად ძალადობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი შვილებისა და ქმრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული მოლდოვის მოქალაქე დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარს - 1986 წელს დაბადებულ ი.პ.-ს. და არასრულწლოვან შვილებს - 2004 წელს დაბადებულ მ.შ.-ს და 2010 წელს დაბადებულ ა.შ.-ს. მათივე ცნობით, გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის და ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები