ავსტრალია

ავსტრალიის ხანძარში გადარჩენილ კოალებს დაღუპული ამერიკელი მეხანძრეების სახელები დაარქვეს

CNN.com

ავსტრალიის ხანძრებში გადარჩენილ სამ კოალას დაღუპული სამი ამერიკელი მეხანძრის სახელები დაარქვეს, რომლებიც გასულ კვირას ხანძრის ჩაქრობისას ავიაკატასტროფაში გარდაიცვალნენ.

ამჟამად, იანი, პოლი და რიკი კოალებისთვის შექმნილ "5-ვარსკვლავიან სასტუმროში" ისვენებენ, რომელიც ავსტრალიის უნივერსიტეტის კამპუსში ქალაქ კანბერაში მდებარეობს.

კამპუსში მთლიანობაში 11 კოალაა გადაყვანილი - შენობაში მოწყობილია ოთახები, სადაც შექმნილია ცხოველისთვის შესაბამისი ტემპერატურა, რათა მათ თავი კომფორტულად იგრძნონ.

ავსტრალიაში ხანძრის ჩაქრობისას 3 ამერიკელისგან შემდგარი სამაშველო ეკიპაჟი ავიაკატასტროფაში 23 იანვარს დაიღუპა. შემთხვევა ახალი სამხრეთ უელსის მთებში, აქტიური ხანძრის კერაში მოხდა.

ავსტრალია უკვე რამდენიმე თვეა მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის. სექტემბრიდან დღემდე სტიქიას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა, 1500-მდე სახლი განადგურდა, დაიწვა მილიონობით ჰექტარი ტყის ფართობი და სიდნეის უნივერსიტეტის ცნობით მოკვდა მილიარდზე მეტი ცხოველი.

კომენტარები