ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას უფასო კუნსულტაციები ჩაუტარა

ვაჟა გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარა. გაფრინდაშვილი სოფელ დარჩელში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მან საოკუპაციო ხაზთან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის აქციაში მიიღო მონაწილეობა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების მიმართ სახელმწიფოსა და სხვა ადამიანებისგან განსაკუთრებული, "ხუთჯერ, ათჯერ მეტი ყურადღებაა საჭირო". 

"თუ ჩვენ აქ შევქმნით ბევრად უკეთეს სიტუაციას, მოსახლეობა გრძნობდეს ბევრად მეტ ყურადღებას ქვეყნისგან, მოქალაქეებისგან, ეს რეგიონები შენარჩუნდება",-ამბობს გაფრინდაშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.  

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ 45-დღიანი ტყვეობიდან 28 დეკემბერს გათავისუფლდა.  

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა. გაფრინდაშვილი ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით "გაასამართლეს".

კომენტარები