რაგბი

ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 41:13 დაამარცხეს

SportAll.Ge

ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 41:13 დაამარცხეს. 

ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის 2002 წლიდან თამაშდება, საქართველოში დარჩა.

რუმინელთა წინააღმდეგ პირველი ლელო თედო აბჟანდაძემ დადო.

შეხვედრის დაწყებამდე დინამო არენაზე საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილ ქართველ მორაგბეს, ბექა ბურდიაშვილს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

კომენტარები