ლონდონი

ლონდონში კაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა, პოლიციამ ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

BBC

ლონდონის სამხრეთ ნაწილში, სტრიტჰემში, უცნობმა კაცმა რამდენიმე ადამიანი დანით დაჭრა. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია, სულ მცირე, 2 ადამიანი.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა ტერორიზმთან არის კავშირში

მომხდარს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი გამოეხმაურა. 

"მადლობა ყველას, ვინც დროულად მოახდინა რეაგირება სტრიტჰემში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც, პოლიციის ინფორმაციით, ტერორიზმთან არის დაკავშირებული",-წერს ჯონსონი. 

ინციდენტს ეხმაურება ლონდონის მერი, სადიქ ხანიც. 

"ტერორისტები ცდილობენ, რომ გაყონ და გაანადგურონ ჩვენი ცხოვრების გზა. ლონდონში მათ ამის უფლებას არასდროს მივცემთ",-წერია განცხადებაში. 

თვითმხილველების ინფორმაციით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

კომენტარები