BAFTA 2020

ფენიქსი BAFTA-ზე: ჩვენ სხვა კანის ფერის ხალხს ვეუბნებით, რომ ისინი მიღებულები არ არიან

0 კომენტარი
ხოაკინ ფენიქსი BAFTA 2020-ზე.

გუშინ, ბრიტანული კინოდაჯილდოების საღამოზე BAFTA 2020-ზე, ხოაკინ ფენიქსმა ჯოკერში შესრულებული როლისთვის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა და თავის სიტყვაში კინოინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, BAFTA სხვა კანის ფერის ადამიანებს ეუბნება, რომ ისინი აქ მიღებულები არ არიან.

"BAFTA ყოველთვის მხარს უჭერდა ჩემს კარიერას და მე ამას ვაფასებ. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ მე კონფლიქტი მაქვს, რადგან სხვა მსახიობები, რომლებიც ასევე იმსახურებენ მსგავს ქცევას ვერ სარგებლობენ ამ პრივილეგიით. ვფიქრობ, სხვა ფერის ადამიანებს მკაფიო მესიჯს ვუგზავნით, რომ ისინი აქ მიღებულები არ არიან", - თქვა ხოაკინ ფენიქსმა.

მსახიობის თქმით, ეს კრიტიკა მისგან არ არის თვითკმაყოფილის პოზიციიდან წარმოთქმული.

"მრცხვენია, რომ მეც ამ პრობლემის ნაწილი ვარ. მე ბოლომდე არ გამომიყენებია ჩემი ძალაუფლება იმისთვის, რათა დავრწმუნებულიყავი ჩემი სამუშაო ადგილებისა და გარემოების ინკლუზიურობაში. ვფიქრობ, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშავოთ, რათა სისტემური რასიზმი გამოვავლინოთ", - თქვა ხოაკინ ფენიქსმა.

45 წლის მსახიობმა საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში ადამ დრაივერს, ლეონარდო დიკაპრიოს, ტარონ ეგორტსა და ჯონათან პრაისს მოუგო.

ნახეთ ნომინაციები სრულად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები