ქართველი მოკრივის დაკავება

რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი მოსკოვში დააკავეს

Sport Express

რუსული მედიის ინფრმაციით, რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი მოსკოვში ნარკოტიკების აღების ფაქტზე დააკავეს, რა დროსაც ყუშიტაშვილმა რუს სამართალდამცველს სცემა და ცხვირი გაუტეხა. 

საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტის, დავით წიკლაურის, თქმით, ყუშიტაშვილი, რომელიც 2015 და 2018 წლებში რუსეთის სამოყვარულო კრივის ჩემპიონია, სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს სახელით გეგმავდა ასპარეზობას. 

წიკლაური ასევე გამორიცხავს ყუშიტაშვილს კავშირს ნარკოტიკებთან და ამბობს, რომ ერთი კვირის წინ მან ნარკოლოგიური ტესტი ჩააბარა.

"მას უნდა ეასპარეზა საქართველოს სახელით სალიცენზიო ტურნირზე, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, დახმარება გავუწიოთ,"- ამბობს წიკლაური მთავარ არხთან. 

Telegram-არხზე კი გიორგი ყუშიტაშვილის დაკავების ამსახველი კადრები გავრცელდა: 

კომენტარები