პარლამენტის პიკეტირება

კალაძე: პიკეტირება მიუღებელია, ამას კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

instagram.com/kakhakaladze/

"პიკეტირება [პარლამენტის] მიუღებელია, ამას მოჰყვება კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება, როგორც სხვა შემთხვევებში", - ასე ეხმაურება ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაგეგმილ პარლამენტის პიკეტირებას.

ხვალ, 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის გახსნის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავენ.

როგორც ევროპული საქართველოს დეპუტატი, სერგი კაპანაძე, ტაბულასთან საუბარსი განმარტავს, ისინი აპირებენ პარლამენტის შესასვლეთან სირცხვილის დერეფნების მოწყობას, რათა მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან პარლამენტარებს, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდეს, - "შევეცდებით, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ იმ პარლამენტარებს, რომლებიც პარლამენტში ივანიშვილის სასიამოვნოდ და საამებლად შედიან და არა რეალური საქმის საკეთებლად", - ამბობს კაპანაძე ტაბულასთან საუბარში.

კომენტარები