ინფლაცია

პროდუქტები, რომლებიც იანვარში ყველაზე მეტად გაძვირდა

rfi.ro

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა.

განსაკუთრებით მოიმატა ფასებმა საქონლისა და მომსახურების შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (11.3%) და ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (11.2%).

საქსტატი იძლევა ინფორმაციას იმაზეც, თუ რომელ ქვეჯგუფებზე გაიზარდა ფასები ყველაზე მეტად. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაში ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • ხილი და ყურძენი - 28.3%
  • რძე, ყველი და კვერცხი - 15%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 14.2%
  • თევზეული - 12.4%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 10.5%

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს კატეგორიაში კი თამბაქოს ნაწარმზე ფასები 20.2%-ით გაიზარდა, ალკოჰოლზე - 3.4%-ით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის სამიზნე ნიშნული 3%-ია.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2020 წლის დასაწყისიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს და წლის ბოლოს სამიზნე მაჩვენებელს, 3%-ს მიუახლოვდება.

ამის გამო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა იანვრის ბოლოს აღარ გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 9%-ზე დატოვა.

 

კომენტარები