ჯარი

თავდაცვა: ჯარში ათეულის მეთაურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რიგითს, დაწყებულია გამოძიება

თავდაცვის სამინისტრო

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლოჯისტიკურ სარდლობას დაქვემდებარებულ ერთერთ სამხედრო ნაწილში ათეულის მეთაურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ათეულის რიგითს.

"კონფლიქტის მიზეზი ათეულის მეთაურის მიერ რიგითისათვის მიცემული შენიშვნა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ რიგითის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და არ აღენიშნებოდა არავითარი დაზიანება, პრევენციის მიზნით გადაიყვანეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაიარა დეტალური სამედიცინო შემოწმება. ექიმის დასკვნის საფუძველზე, ის მაშინვე გაწერეს კლინიკიდან" - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ გამოძიების ფარგლებში, ატარებს შესაბამის მოქმედებები და "გამოძიების შედეგების შესაბამისად მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას".

კომენტარები