დიდი ბრიტანეთი

ლონდონში თავდასხმის შემდეგ ბრიტანეთი ტერორიზმში ბრალდებულთა მიმართ კანონებს ამკაცრებს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

დიდი ბრიტანეთი ლონდონში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ტერორიზმში ბრალდებულ პირთა გათავისუფლების შესახებ კანონებს გაამკაცრებს. პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის თქმით მთავრობა ტერორიზმში ბრალდებულთა გათავისუფლებაზე ნორმების ფუნდამენტურ ცვლილებებს გამოაცხადებს.

თავდასხმა 2 თებერვალს ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაში მოხდა. 20 წლის სუდეშ ამმანმა დანით ორი ადამიანი დაჭრა. მას თან ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა. დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე მოკლა. ის 2018 წელს ტერორისტული დოკუმენტების ფლობის და ტერორისტული გამოცემების გავრცელებისათვის დააკავეს. სუდეშ ამმანი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფების მიმართ გამოხატავდა სიმპათიას, ონლაინ აზიარებდა ალ-ქაიდას ჟურნალს და მის მეგობარ გოგონას მოუწოდებდა მშობლებისათვის თავი მოეკვეთა. სამართალდამცველებმა მის კომპიუტერში აღმოაჩინეს ინფორმაცია ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების შესახებ. ოჯახის წევრებთან ის თავდასხმის მოწყობაზე საუბრობდა. მან ბრალი აღიარა და 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ის ციხიდან გასული წლის დეკემბერში გამოვიდა. ის დაკვირვების ქვეშ რჩებოდა.

გასული წლის 30 ნოემბერს ლონდონის ხიდზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე მოკლა. მას ყალბი ე.წ. შაჰიდის ქამარი ეკეთა და დანით იყო შეიარაღებული. ის 28 წლის უსმან ხანი იყო, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ციხეში იჯდა, თუმცა ვადის ნახევრის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს.

უსმან ხანი 2012 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე აფეთქების მოწყობის მცდელობისათვის დააკავეს. მას 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი უნდა გაეტარებინა ციხეში, შემდეგ კი შესაბამისი პირობებით გათავისუფლდებოდა. მან საპატიმრო 2018 წლის დეკემბერში დატოვა. როგორც ლონდონის პოლიციაში ამბობენ ამ დრომდე ხანი ვადამდე გათავისუფლების პირობებს ასრულდებდა და რეაბილიტაციის პროგრამაშიც მონაწილეობდა.

მომხდარის გამო ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტრო ტერორიზმში ბრალდებულთა გათავისუფლების პირობების გადახედვა დაიწყო. ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემის გაუქმება ბრიტანეთს ამ ტრაგიკულ შემთხვევას თავს აარიდებდა. მთავრობამ ასევე დაიწყო ტერორიზმში ბრალდებული იმ 70-მდე ადამიანის საკითხის გადახედვაც, ვინც იმ დროისათვის უკვე გათავისუფლებული იყო ციხიდან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები