საქართველოს პარლამენტი

4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, ოპოზიცია აქციას გეგმავს

სირცხვილია

ხვალ, 4 თებერვალს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება.

სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება და კანონპროექტების განხილვით გაგრძელდება.

4 თებერვალსვე, დაგეგმილია სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის, დიასპორის, ასევე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტების სხდომები.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდება. ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები 10:00 საათიდან პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავენ. ისინი აპირებენ პარლამენტის შესასვლელთან სირცხვილის დერეფნების მოწყობას, რათა მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან პარლამენტარებს, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდეს.

კომენტარები