გიგი წერეთელი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის ფრაქციის თავჯდომარე, გიგი წერეთელი, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. 

პარტიის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის კონგრესში, სენატში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.

გიგი წერეთელი სიტყვით გამოვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და კონგრესის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა პარლამენტართა კონფერენციაზე, რომელსაც 25 ქვეყნის 50-ზე მეტი პარლამენტის წევრი ესწრება. ასევე, დაგეგმილია გამოსვლა სპეციალურ მოსმენაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია გამართავს, სადაც ისაუბრებს ეუთოს რეგიონში არსებულ უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ გამოწვევებზე, ასამბლეის სამომავლო პრიორიტეტებზე.

გარდა ამისა, გიგი წერეთელი მონაწილეობას მიიღებს სენატის თავდაცვის კომიტეტში კიბერუსაფრთხოების თემაზე გამართულ ფორუმში. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ის ტრადიციულ საუზმესაც დაესწრება, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის სახელით ვაშინგტონში იმართება.

კომენტარები