ავარიული დაშვება

კანადური თვითმფრინავი მადრიდში ავარიულად, თუმცა უსაფრთხოდ დაეშვა

Getty Images

კანადური ავიაკომპანიის, Air Canada-ს კუთვნილ თვითმფრინავს მოუწია, ავარიულად დამჯდარიყო მადრიდში. ავარიული დაშვების მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

რეისი ნორმით AC837 მადრიდან ტორონტოში მიფრინავდა.

რამდენიმე საათის განმავლობაში თვითმფრინავი მადრიდის ცაში წრეებს ურტყამდა, სანამ ბარახასის აეროპორტში დაეშვებოდა.

ბოინგ 767-ის ბორდზე 128 ადამიანი იყო - ყველა მათგანი უსაფრთხოდაა.

კომენტარები