ხანძარი

ბაღდათში ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი

​იმერეთში, ბაღდათის რაიონში ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილები არიან დედა და 4 შვილი.

​როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, სახანძრო ადგილზე გამოძახებიდან ორ წუთში მივიდა, თუმცა ხუთივე ადამიანი გარდაცვლილი დახვდა.

უწყების ინფორმაციით, ხანძარი სახცოვრებელ სახლს გაუჩნდა. მეხანძრეები ღია ცეცხლში შევიდნენ, თუმცა სახლში მყოფების გადარჩენა ვერ შეძლეს.

ადგილზე ამ დროისთვის 6 სახანძრო მუშაობს. ხანძარი ლოკალიზებლია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

კომენტარები