რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობები

მაკრონი: საფრანგეთი არც პრორუსული ქვეყანაა და არც ანტირუსული, ის პროევროპულია

ემანუელ მაკრონი

"საფრანგეთი არც პრორუსული ქვეყანაა და არც ანტირუსული, ის პროევრპულია" - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა გამოთქვა იმედი, რომ პოლონეთის მთავრობა და პოლონელი ხალხი ევროპას მიენდობა. მაკრონის თქმით, იმ შემთხვევაში თუ პოლონეთს თავს დაესხმებიან, ევროპა თავის პარტნიორს ბოლომდე დაიცავს. 

ამავდროულად, მაკრონის თქმით, მოსკოვთან პოლიტიკურ დიალოგში ევრუპულმა სახელმწიფოებმა სიმყარე უნდა გამოიჩინონ. მაკრონის თქმით, უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის დასარეგულირებლად რუსეთთან დიალოგი აუცილებელია. 

რუსეთის მიმართ რბილი პოზიციის გამო კრიტიკაზე პასუხად, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ერთგულება და პატივისცემა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პრინციპების მიმართ.

აგვისტოში ვლადიმირ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა რუსეთთან ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი. ამის პარალელურად საფრანგეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე გააკრიტიკა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი და ორგანიზაციას იდეურად მკვდარი უწოდა.

კომენტარები