ოპოზიციის გეგმები

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოპოზიციამ დღეს დაგეგმილი აქცია-პიკეტი გააუქმა (Video)

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოპოზიციამ დღეს დაგეგმილი აქცია-პიკეტი გააუქმა. ამის შესახებ პარლამენტთან გიგი უგულავამ განაცხადა. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პლენარული სესიის გახსნის პარალელურად, პარლამენტის შესასვლელებთან სირცხვილის კორიდორების მოწყობას აპირებდა.

გიგი უგულავამ მწუხარება გამოთქვა ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულების გამო და აღნიშნა, რომ სირცხვილის კორიდორები პარლამენტთან ხვალ, 5 თებერვალს გაიმართება. მან პარლამენტსაც მოუწოდა, დღევანდელი პლენარული სხდომა გადადოს.

ბაღდათში ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა - დედა, ოთხი შვილი და მათი ახლობელი, მოხუცი ქალი.

კომენტარები