საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო: ტექინსპექტირების ცენტრში ორმა პირმა გაუმართავ მანქანებზე ყალბი დასკვნა გასცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე, ავტომანქანების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სპეციალური უფლებამოსილების განხორციელებისას, გურიის რეგიონში მდებარე სერვის-ცენტრებში, კერძო პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების პროცესში, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ყალბი დასკვნები გასცეს" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

კომენტარები