4 უმთავრესი გრემის ჯილდოს მოგების შემდეგ, 18 წლის ბილი აილიში თავის ცხოვრებაში პირველად ამერიკული ვოგის გარეკანზე მოხვდა.
მომღერალს ამერიკული ვოგის 4 განსხვავებული გარეკანი აქვს - ერთში მას გუჩი აცვია, მეორეში ვერსაჩე, მესამეში პრადა და მეოთხეში კი ლუი ვიტონი.
ჟურნალის სამი გარეკანი ფოტოგრაფის გადაღებულია, ერთ-ერთი კი ნახატია და ის ბილი აილიშის 16 წლის რუსი ფანის მიერ არის დახატული, რომელიც ვოგმა ინსტაგრამის მეშვეობით აარჩია.
"მინდოდა რომ რამე ჯანდაბა შემექმნა და ასეც ვქენი. როდესაც ჩემ თავს ვიხსნებ 9 და 10 წლის ასაკში, მახსენდება რომ ჩემი სტილი დაუჯერებლად საშინელი იყო. თუმცა, ეს იყო ის, რისი ჩაცმაც მინდოდა - ასე მეცვა და ბედნიერი ვიყავი", - უთხრა ბილი აილიშმა ამერიკულ ვოგს.
ბილი აილიშის სტილი ამერიკული ვოგის რედაქტორს და მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს, ანა ვინტურსაც მოწონს. მან ამის შესახებ ინტერვიუში ისაუბრა.
"რაც ყველაზე მეტად მომწონს ბილის სტილში ის არის, რომ ეს მისია - ის მხოლოდ საკუთარ თავს განასახიერებს. როდესაც ის ვოგის ოფისში მოვიდა თავიდან ფეხებამდე კაშკაშა ნარინჯისფერი ტანსაცმელი ეცვა და საოცრად გამოიყურებოდა", - ამბობდა ანა ვინტური.