საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ის ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა,
საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე.
"მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა" - აცხადებს საპატრიარქო.
"პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია" - თქვა ილია მეორემ შეხვედრაზე.
რაც შეეხება კელი დეგნანს, საპატრიარქოს ინფორმაციით, "აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას".