TBC ბანკის საქმე

ხაზარაძე: ყველაფერი ისევე დადასტურდება, როგორც ივანიშვილთან ეს შეხვედრა დაადასტურა შოთაძემ

0 კომენტარი
მამუკა ხაზარაძე ფოტო: ლელო

პოლიტიკური მოძრაობა ლელო მიესალმება იმ ფაქტს, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ივანიშვილის ხაზარაძე-ჩხარტიშვილთან შეხვედრა დაადასტურა. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.

"ეს იმასაც ადასტურებს, რომ [მართალია] ყველა განცხადება, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, არამარტო ამ ფაქტთან დაკავშირებით, არამედ, გახარიას წერილთან, ანაკლიასთან დაკავშირებით... ყველა ამ ფაქტს მოეფინება ნათელი. ეს ყველაფერი ისევე დადასტურდება, როგორც ეს შეხვედრა დაადასტურა ბატონმა შოთაძემ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ ეს სიმართლე იქნება ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის" - აღნიშნა ხაზარაძემ.

ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოში გასაუბრებისას თქვა, რომ მთავარი პროკურორობის დროს მამუკა ხაზარაძის, ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილს შორის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას "შემთხვევით" დაესწრო. მისივე მტკიცებით, შეხვედრაზე მთავარი პროკურორის რანგში არ ყოფილა.

TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში 2013 წლის 19 სექტემბერს მისი, ვანო ჩხარტიშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა გაიხსენა და თქვა, რომ "ივანიშვილი საქმეს არჩევდა". მისივე თქმით, შეხვედრას მაშინდელი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ესწრებოდა.

ხაზარაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილს უნდოდა, ხაზარაძეს ჩხარტიშვილისათვის ფული გადაეხადა.

რას ყვებოდა ხაზარაძე, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები