ტურიზმი საქართველოში

10 ქვეყანა, საიდანაც იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

0 კომენტარი

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ იანვრის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფრომაციით გასულ თვეში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 523,689 შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელს 19,8%-ით აღემატება. 

ამავდროულად, 18,9% გაიზარდა ტურისტული ნაკადის რაოდენობაც და 363,614 შეადგინა. ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა, თუმცა ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდანაც. ზრდის ტენდენცია გაგრძელდა ისრაელიდან, ყაზახეთიდან და საუდის არაბეთიდან.

ქვეყნების სია, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • აზერბაიჯანი — 214,534, ზრდა — 35%;
  • სომხეთი — 91,580, ზრდა — 17,5%;
  • რუსეთი  — 86,884, ზრდა — 1,1%;
  • თურქეთი — 75,012, ზრდა — 16,6%;
  • საქართველო [არარეზიდენტი] — 50,522, ზრდა — 13,4%;
  • უკრაინა — 12,799, ზრდა — 22,4%;
  • ისრაელი — 11,151, ზრდა — 57,3%;
  • ირანი — 9,467, ზრდა — 12,4%;
  • ყაზახეთი — 4,570, ზრდა — 45%;
  • ინდოეთი — 3,647, ზრდა — 29%.

ტურიზმი საქართველოს ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. გასული წლის მონაცემებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 47 მილიონი დოლარით გაიზარდა და 3,3 მილიარდი დოლარი შეაგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები