სირცხვილის დერეფანი პარლამენტთან

სირცხვილის დერეფნები პარლამენტთან - ოპოზიციის პროტესტი დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების პროტესტი დაიწყო - ისინი ქართული ოცნების დეპუტატებს სირცხვილის დერეფნებს უწყობენ.

ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტის წინ იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტებიც.

პროტესტის პარალელურად პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც აქამდე დაგეგმილი არ იყო.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, მათი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ქართული ოცნების დეპუტატებს მსგავსი დისკმოფორტები შეუქმნან.

"ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ ხალხის ხმა, სამოქალაქო საზოგადოების ხმა, გაბრაზებული ადამანების ხმა, მაინც მოაღწევს თქვენამდე, სადაც არ უნდა დაიმალოთ, როგორც არ უნდა დაიმალოთ. ამის შეხსენებას მუდმივად ვაპირებთ. ასე ფეხდაფეხ ვივლით, რომ დისკომფორტი ჰქონდეთ, ადგნენ ადრე, მოვიდნენ ადრე, შეძვრნენ ადრე, დაიმალონ, ეს არის ჩვენი ამოცანა", - ამბობს გიგი უგულავა.

დღეს პარლამენტში პირველ საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, ორ საათზე კი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა დაიწყება, რომელზეც "მინისტრის საათის" ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები