სირცხვილის დერეფანი პარლამენტთან

ხატია დეკანოიძე: პარლამენტი გადაიქცა სირცხვილის და უტიფრობის ციტადელად ამ ქვეყანაში

0 კომენტარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, დღეს დილით უეცრად ჩანიშნული უმრავლესობის სხდომა შიშით არის გამოწვეული.

პარლამენთან ოპოზიციური პარტიების პროტესტი და სირცხვილის დერეფნები მიმდინარეობს, რომლებიც 11 საათზე დაიწყო. მანამდე, ქართულმა ოცნებამ, წინასწარი დაგეგმვის გარეშე პარლამენტში უმრავლესობის სხდომა ჩანიშნა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება.

"როგორც კი სირცხვილის დერეფნები დაანონსდა, იმდენად ეშინიათ ივანიშვილის მსახურებს მოქალაქეების, დილასვე შეიპარნენ ამ შენობაში, რომელსაც იმდენად სიმბოლური დატვრითვა აქვს, რომ გადაიქცა სირცხვილის და უტიფრობის ციტადელად ამ ქვეყანაში. მას შემდეგ რაც აქ ადამიანებს თვალები დათხარეს, დაშავდნენ ადამიანები, შედეგ გახარიას გაპრემიერების მერე ბიძინა ივანიშვილმა პროპროციული არცევნები უკან წაიღო - ეს არის უტიფრობის სიმბოლო. სწორედ ეშინიათ ადამიანებთან ურთიერთობის და მათთვის თვალებში ჩახედვის, ამიტომ დილას შეიპარნენ", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, აქციები აუცილებლად გაგრძელდება და მას პერმანენტული სახე ექნება.

დღეს პარლამენტში პირველ საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, ორ საათზე კი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა დაიწყება, რომელზეც "მინისტრის საათის" ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები