თბილისში მშენებლობიდან 2 მუშა გადმოვარდა, მათგან ერთი დაიღუპა

bpn.ge

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა, მათგან ერთი დაიღუპა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ მეორე გადმოვარდნილი მუშა საავადმყოფოშია გადაყვანილი. უწყებაში ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და 2 წლამდე პატიმრობით ისჯება. 

კომენტარები