ინდოეთი - რუსეთი

რუსეთი ინდოეთისთვის S-400-ების მიწოდებას 2021 წლის ბოლომდე დაიწყებს

S-400
aljazeera

რუსეთი ინდოეთისთვის S-400 სარაკეტო სისტემების მიწოდებას 2021 წლის ბოლომდე დაიწყებს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედია სამხედო-ტექნიკური კოოპერაციის ფედერალური მომსახურების ვიცე დირექტორზე, ვლადიმირ დროჟოვზე დაყრდნობით წერს.

ნოემბერში RIA რუსეთის სახელმწიფო იარაღების ექპორტიორის როსობოროექსპორტის გენერალურ დირექტორზე ალექსანდერ მიხეევზე დაყრდნობით წერა, რომ S-400-ების მიწოდება 2021 წლის სექტემბერში დაიწყებოდა.

2018 წელს ინდოეთმა რუსეთთან S-400-ების 5 აშშ მილიარდი დოლარის შეთანხმებას ხელი მოაწერა. აშშ-მ ინდოეთი გააფრთხილა, რომ რუსული სარაკეტო სისტემების შესყიდვის გამო შესაძლოა სანქციები დაუწესონ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აგვისტოში თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან უკვე მოხსნა.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას. შეთანხმებამ NATO-ს მოკავშირეებში შეშფოთება გამოიწვია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ იარაღის NATO-ს თავდაცვის სისტემაში ინტეგრაცია ვერ მოხდება.

დეკემბერში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათან კომიტეტმა 18 ხმით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა თურქეთისათვის სირიაში სამხედრო ოპერაციის და რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენის გამო სანქციების დაწესების კანონპროექტს. ერდოღანმა თქვა, რომ აშშ-ის სანქციების პასუხად შესაძლოა ინჯირლიქის ავიაბაზა დაეხურათ.

კომენტარები