ქართული ოცნება

ვოლსკი: რასაც ნაციონალური მოძრაობა ამბობს, იმავეს ამბობს EPP-იც

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის, ევროპის სახალხო პარტიის, განცხადებას აფასებს, სადაც პარტია ქართულ ოცნებას დაჟინებით მოუწოდებს, შეასრულოს მოქალაქეების მოთხოვნები და შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა. 

"რასაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამბობს, იმავეს ამბობს EPP-იც,"- ამბობს ვოლსკი. 

დეპუტატის თქმით, ამაში "ნერვების ასაშლელი და გასაღიზიანებელი არაფერია", იმდენად ცნობილია "ეს რეალობა" მათთვის. 

"თუმცა პასუხები უნდა იყოს კონკრეტულ საქმეებში, კონკრეტულ განცხადებებში და რაც მთავარია, სიკეთე უნდა აკეთო და, შესაბამისად, რასაც დათესავ, იმას მოიმკი,"- თქვა ვოლსკიმ. 

ევროპის სახალხო პარტიამ, რომელსაც ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ 3-4 თებერვალს ბრიუსელში პოლიტიკური ასამბლეის სხდომაზე იმსჯელა. 

კომენტარები