იდლიბის პროვინცია

პომპეო: იდლიბზე ასადის რეჟიმის თავდასხმას ვგმობთ, მხარს ვუჭერთ თურქეთის საპასუხო ქმედებას

0 კომენტარი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ იდლიბის პროვინციაზე ასადის რეჟიმის თავდასხმას გმობდა და მხარს უჭერდა თურქეთს:

"აშშ კიდევ ერთხელ გმობს განგრძობად, უსამართლო და დაუნდობელ თავდასხმას იდლიბის მოსახლეობაზე".

პომპეომ განაცხადა, რომ ასადის რეჟიმის ძალების თავდასხმის შემდეგ, რამაც არაერთი თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწია, აშშ ნატოს მოკავშირე, თურქეთის გვერდით დგას და სრულიად მხარს უჭერს თურქეთის "სწორ თავდაცვის საპასუხო ქმედებას".

"ეს სერიოზული ესკალაციაა. ასადის რეჟიმის, რუსეთის, ირანისა და ჰეზბოლას დაუნდობელი ქმედებები ცეცხლის შესყვეტას ხელს უშლის," - წერს პომპეო.

3 თებერვალს თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, სირიის იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 4 თურქი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. მათივე ინფორმაციით თურქეთმა საპასუხო ზომები დაუყოვნებლივ მიიღო და რეგიონში რამდენიმე სამიზნე გაანადგურა.

გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თუ სირიის ჩრდილო-დასავლეთით იდლიბის პროვინციაში კონფლიქტი არ გადაიჭრება თურქეთმა შესაძლოა სამხედრო ოპერაცია დაიწყოს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თურქეთი მიგრანტების ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდება და არ დაუშვებს მის საზღვრებს ახალი საფრთხე შეექმნას.

ასადის რეჟიმმა და რუსეთმა საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე გასული წლის 26 აპრილს დაიწყეს. მას შემდეგ 11,500-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის გამოიყენეს იარაღი, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს. თავდასხმების სამიზნეს სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოებიც წარმოადგენდა.

რუსეთმა და თურქეთმა 2018 წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით გასული წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა.

ასადის ძალები იდლიბზე თავდასხმას აგრძელებენ და რამდენიმე ქალაქი აიღეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები