დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო

ტიკარაძე: განვახორციელეთ სისტემური ცვლილება - შევქმენით დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო

0 კომენტარი
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "სისტემურ ცვლილებას" უწოდებს მთავრობის მიერ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს შექმნას.

ტიკარაძის განცხადებით, სააგენტო მოქალაქეებს "სრულ სერვისს" შესთავაზებს დასაქმების კუთხით:

"მოსახლეობის დასაქმების უკეთესი ხელშეწყობის მიზნით, განვახორციელეთ სისტემური ცვლილება და შევქმენით დამოუკიდებელი, მხოლოდ დასაქმების ხელშეწყობაზე ორიენტირებული უწყება - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც მოქალაქეებს შესთავაზებს სრულ სერვისს სამუშაო ადგილების მოძიების, პოტენციურ დამსაქმებელთან კომუნიკაციის, პროფესიული უნარების შეფასების, განვითარების და სტაბილური დასაქმებისთვის."

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა და ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, სააგენტოს მოვალეობებში შედის "პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები