ქართველების დასაქმება უცხოეთში

ტიკარაძე: მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმებაზე

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში გამოსვლისას აცხადებს, რომ "სახელმწიფო მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს საზღვარგარეთ დროებით, ლეგალურად დასაქმების საკითხზე."

ტიკარაძის თქმით, საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს დიალოგი ევროკავშირის წევრ და სხვა ქვეყნებთან.

"კარგად მართული ცირკულარული შრომითი მიგრაცია ხელს შეუწყობს მიგრაციული ნაკადების რეგულირებას, არალეგალური დასაქმების შემცირებას და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას." - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

ქართველების უცხოეთში დასაქმების ინიციატივით ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი 2019 წლის ნოემბრის ბოლოს გამოვიდა.

2020 წლის იანვრის ბოლოს კი ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს ქართველი მძღოლებისთვის ტრეინინგ-ცენტრის აშენებას, რომელიც მათ ევროკავშირის ბაზრისთვის გადაამზადებს.

 

 

 

კომენტარები