თბილისის ქუჩები, რომლებსაც 6 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 6 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ანაპის 414-ე დივიზიის, გუდამაყრის და ბუაჩიძი ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ვეკუას, თემქის, ხევძმარის, შეშელიძის და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და ბოხუას ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუთნის, ახმეტის, თელავის და წინანდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები