ცნობილი ადამიანები

კაილი ჯენერი: მე და ტრევის სკოტი საუკეთესო მეგობრები ვართ

Harper's Bazaar

კაილი ჯენერი Harper's Bazaar-ის მარტის ნომერის გარეკანზე მოხვდა და ინტერვიუში თავის ყოფილ ქმართან, ტრევის სკოტთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

Kylie Cosmetics-ის დამფუძნებლის თქმით, მართალია ის და ტრევის სკოტი ერთად აღარ არიან, თუმცა მეგობრობენ, მათი 2 წლის შვილის ინტერესებიდან გამომდინარე.

"ჩვენ დიდებული ურთიერთობა გვაქვს, საუკეთესო მეგობრები ვართ. ორივეს გვიყვარს სტორმი [შვილი] და მისთვის საუკეთესო გვინდა. ერთმანეთთან მუდმივად კავშირში ვართ და კოორდინირებულად ვმოქმედებთ. ვფიქრობ, როგორც მოიქცეოდნენ სტორმისთან მიმართებაში ასეთ დროს ჩემი მშობლები - ისინი მე ძალიან მფარველობდნენ და მეც იგივე მინდა შვილისთვის", - თქვა ჯენერმა.

კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი ერთმანეთს 2017 წლის აპრილიდან ხვდებოდნენ, 2018 წლის თებერვალში მათ ქალიშვილი შეეძინათ. 2019 წლის ოქტომბერში ისინი დაშორდნენ, თუმცა მეგობრობას აგრძელებენ.

ინტერვიუში, კაილი ჯენერმა იმაზეც ისაუბრა, როგორ ახერხებს შვილთან ერთად თითქმის სრულად საჯაროდ ცხოვრებას.

"ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, რადგან სამყარო შეშლილია. ვაჩვენო დაუფარავად ინტერნეტიდან წამოსული ყველანაირი ნეგატივი, ამასაც ვფიქრობ. საუკეთესოს ვცდილობ, მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, ყოველთვის ვეუბნები როგორი დალოცვილები ვართ და რომ ჩვენი ცხოვრების სტილი ნორმალური არ არის. ეს უბრალოდ ჩვენი ცხოვრებაა", - თქვა ჯენერმა.


ფოტო: MORELLI BROTHERS / Harper's Bazaar

კომენტარები